ჩვენს შესახებ

„რადიო იმედი“ – პირველი დამოუკიდებელი რადიოსადგური საქართველოში, რომელიც საინფორმაციო ფორმატით 2001 წლის დეკემბრიდან, FM 105,9 მეგაჰერც სიხშირეზე 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს.

2003 წლის 17 დეკემბრიდან „რადიო იმედი“ ფარავს საქართველოს მთელს ტერიტორიას, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით; ჩვენ გვისმენენ საინგილოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.

„რადიო იმედის“ ოქროს სეზონი

რეიტინგების უცვლელი ლიდერი, პირველი საინფორმაციო რადიოსადგური საქართველოში, ოქროს სეზონს იწყებს!

17 სექტემბრიდან, განახლებული გუნდი, ახალი, მულტიმედიური სტუდიიდან, კვლავაც, მთელ საქართველოს მოგესალმებათ!

ყველაზე ვრცელი დაფარვის ზონით, თქვენთვის კარგად ნაცნობი ხმები, დილის, დღის და საღამოს არხის ეთერში – დილის 07:00 საათიდან, ღამის 12:00 საათამდე, ისაუბრებენ იმ საკითხებზე, რომლებიც ყველას გვაინტერესებს, ნაცნობი სახეები კი, ყოველ საღამოს თითოეული თქვენგანის მეგობარი გახდება!

ვინც დროის ფასი იცის, მთავარს ჩვენგან იგებს – უკვე 17 წელია!

„რადიო იმედი“ ისტორია გრძელდება…

მოიგე დრო, გაიგე მთავარი! რადიო იმედის ეს სლოგანი, უკვე, 17 წელია ინფორმაციის უწყვეტ ნაკადთან ასოცირდება! ყველაზე ვრცელი დაფარვის ზონით, ჩვენი პროფესიონალთა გუნდი, დილის 07:00 საათიდან, ღამის 12:00 საათამდე გაცნობთ, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს. დილის, დღის და საღამოს არხები კი, გიყვებათ საათის მნიშვნელოვან თემებზე და გახვედრებთ ამ თემების მთავარ გმირებს. უწყვეტ რეჟიმში, ყველა საჭირო ინფორმაცია თავს იყრის ჩვენთან!

აქ იმედია – ჩვენ, ვუსმენთ ერთმანეთს!

შპს “რადიო იმედი”-ს მიერ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განხილვის დებულება
გადმოტვირთვა
შპს “რადიო იმედი”-ს შესაბამისობის დეკლარაცია
გადმოტვირთვა
შპს “რადიო იმედი”-ს წლიური ანგარიში
გადმოტვირთვა
მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაცია შპს “რადიო იმედში” პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესახებ
გადმოტვირვა
შპს “რადიო იმედი”-ს სამაუწყებლო ბადე
გადმოტვირთვა
 
 
 
Largest radio-station network in Georgia and part of “Georgian Media Production Group” holding.
News/Talk format including social, educational and entertainment programs. Tasteful music as well.
Head-office location: Tbilisi, Republic of Georgia.
Slogan: ვუსმენთ ერთმანეთს [vusment ertmanets] / Listen to One Another
Moto: პირველი სოციალური რადიოქსელი [pirveli sotsialuri radio’qseli] / First Social Radio-network
Main Company Industry: Broadcast Media
Company Type: Privately Held
Year Founded: 2001