მოწევა მავნებელია არა მარტო ჯანმრთელობისთვის…

მთავარი გვერდის ჩანაწერები

 

pic_901fe492b06a2ecda90255607d9862d6

ვაშინგტონის მცხოვრებს ედვინ გრეის (Edwin Gray) სასამართლომ საკუთარ სახლში დროებით სიგარეტის, სიგარებისა და მარიხუანის მოწევა აუკრძალა. ამის შესახებ ABC7 იტყობინება. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ გრეის მეზობლები კვამლის სუნით შეწუხდნენ, რომელიც მათ სახლში სარდაფის ხვრელის მეშვეობით აღწევს.

გამოცემის ინფორმაციით, მწეველის მეზობლები ახალ სახლში ერთი წლის წინ გადმოვიდნენ. თავიდან მათ გრეისთან მოლაპარაკება სცადეს და სთხოვეს სახლში არ მოეწია, მაგრამ როდესაც მამაკაცმა მოწევისგან თავის შეკავებაზე უარი განაცხადა, მეზობლებმა მას სასამართლოში უჩივლეს. მოწევაზე აკრძალვის გარდა გრეის ახალმა მეზობლებმა  მიყენებული ზიანის სანაცვლოდ 50 ათასი დოლარი მოითხოვეს.

გრეის, გრეის ოჯახის წევრებს და მათ სტუმრებს შენობაში სიგარეტის მოწევა სასამართლო დავის პროცესის დროსაც აუკრძალეს. გრეის დამ მოზელლამ (Mozella Johnson) განაცხადა, რომ მომხდარის გამო შოკშია და ვერ იგებს, რატომ უკრძალავენ მის ოჯახს საკუთარ სახლში გაბოლოებას, მით უფრო მაშინ, როდესაც ეს სახლი მისი და მისი ძმის საკუთრებაში უკვე ნახევარი საუკუნეა. მან აქვე დასძინა, რომ ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს და ძმასთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას მეზობლების წინააღმდეგ.

წყარო: www.wjla.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *