ბიძინა ივანიშვილი – მარგველაშვილს ამბიციებს უღვივებენ

მთავარი გვერდის ჩანაწერები

პრეზიდენტ მარგველაშვილის გუნდში არის ხალხი, რომ მას უთხრან, სად არის შავი და სად – თეთრი, თუმცა ვერ ბედავენ, საკუთარ თავს უფრთხილდებიან და პატიოსნება გვერდზე აქვთ გადადებული , – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ივანიშვილის განცხადებით, პარლამენტი, მთავრობა თუ პრემიერი – მთელი გუნდი ძალიან ცუდ სიტუაციაშია და ცდილობენ, რაც შეიძლება რბილი გამონათქვამები გამოიყენონ.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აკეთებენ იმას, რაც უნდათ გააკეთონ, თუმცა პრეზიდენტ მარგველაშვილის აშკარა მხარდაჭერას ისინი არ გამოხატავენ, რომ ფონი არ გააფუჭონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *