შსს-მ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 4 პირი.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლის რაიონში, ლენტეხსა და თბილისში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 4 პირი: 1974 წელს დაბადებული მინდია გ, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ბაქარ მ, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის და ნარკოდანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი მამუკა გ. და 1970 წელს დაბადებული ვიტალი ჩ. დააკავეს”, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *