“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლისტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
შეხვედრაში მონაწილეობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამავდროულად პატრიის თავმჯდომარეა. მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებია. კერძოდ, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია “ქართული ოცნების” წინადადებასთან დაკავშირებით იმსჯელებს. პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *