რეგისტრაცია შესვლა
08.09.2020 ბოლო განახლება 16:36

რადიო იმედი

მთავარი გვერდის ჩანაწერები
22.01 3°23.01 5°24.01 5°
  • FM სიხშირეები
  • ჩვენს შესახებ
    • რეკლამის განთავსება
  • დილის არხი
  • დღის არხი
  • საღამოს არხი
  • ქრონიკა FM
  • 17:17
  • გვიყურეთ

„რადიო იმედი“ საკუთარ ეთერში წინასაარჩევნო რეკლამას განათავსებს

08.09.2020
გაზიარება
Facebook 0 Tweet
უკან
წინ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შპს „რადიო იმედი“, როგორც საქართველოში ლიცენზირებული საერთო ეროვნული მაუწყებელი, განათავსებს ფასიან და უფასო წინასაარჩევნო რეკლამას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  1. ფასიანი/უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების საერთო წესები:

ა) წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება დასაშვებია კენჭისყრამდე 50-ე დღიდან.

ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 185-ე მუხლის მე-19 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო რგოლის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის  არჩევისათვის ხელის შემწყობი რეკლამის ელემენტებს, მათ შორის, მის წარმომადგენელს, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.“

  • ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესები:

ა) შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეგულაციები – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს;“ („შპს რადიო იმედის” დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობა შეადგენს 24 საათს.)

ბ) ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად, შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა განთავსებამდე არანაკლებ 2 სამუშაო დღით ადრე შპს „რადიო იმედის“ფაქტობრივ მისამართზე (ქ. თბილისი, ბოხუას N8) უნდა წარმოადგინოს დისკზე ჩაწერილი აუდიორგოლი (ფორმატი: .wav ან .mp3;), ხოლო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის საჭირო ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა დაუკავშირდეს შპს „რადიო იმედის“ იურიდიულ სამსახურს (ტელ: 599 266268;  ელ.ფოსტა: n.pashalishvili@imedi.ge).

  • უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესები:

ა)  შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეგულაციები –  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 185-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საერთო საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია „საერთო არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში 7,5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს  შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.“

ბ) უფასო პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად, შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა განთავსებამდე არანაკლებ 2 სამუშაო დღით ადრე შპს რადიო იმედისფაქტობრივ მისამართზე (ქ. თბილისი, ბოხუას N8) უნდა მომართოს ოფიციალური წერილით და დისკზე ჩაწერილი აუდიორგოლით (ფორმატი: .wav ან .mp3). წერილში აღნიშნული უნდა იყოს მოთხოვნილი განთავსების პერიოდი და აუდიორგოლის/აუდიორგოლების ქრონომეტრაჟი.

სექციები

FOLLOW US :
  • Twitter Realtime updates
  • Facebook Like our page
  • YouTube Video collection
  • RSS Feeds
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • საიტის რუკა
  • განაცხადი
Copyright © 2013 All rights reserved. Radio Imedi Ltd