რეგისტრაცია შესვლა
15.07.2019 ბოლო განახლება 12:34

რადიო იმედი

მთავარი გვერდის ჩანაწერები
22.01 3°23.01 5°24.01 5°
  • FM სიხშირეები
  • ჩვენს შესახებ
    • რეკლამის განთავსება
  • დილის არხი
  • დღის არხი
  • საღამოს არხი
  • ქრონიკა FM
  • 17:17
  • გვიყურეთ

V CARD – ვითიბი ბანკის ახალი საკრედიტო ბარათი

15.07.2019
გაზიარება
Facebook 0 Tweet
უკან
წინ


ვითიბი ბანკი, მომხარებელს სრულიად ახალი ტიპის საკრედიტო ბარათს V CARD -ს სთავაზობს.

V CARD – ით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით – 16,9%, ხოლო ეფექტური 19,7%. ყოველთვიური შენატანი ათვისებული ძირითადი თანხის მხოლოდ 2% – ს შეადგენს. V CARD -ის კიდევ ერთ უპირატესობას ბანკომატში განაღდების ყველაზე დაბალი საკომისიო წარმოადგენს. ბანკომატში განაღდებისას მომხმარებლებს 3-ჯერ ნაკლების გადახდა მოუწევთ ვიდრე სხვა ნებისმიერი საკრედიტო ბარათის შემთხვევაში. V CARD -ს ასევე ყველაზე მაღალი საკრედიტო ლიმიტი, 30 000 ლარი, აქვს. აღნიშნული ბარათით ტერმინალებში ან ინტერნეტით ანგარიშსწორებისას  მოქმედებს ქეშბექი და თანხის 1% ნაღდი ფულის სახით მომხარებელს უკან უბრუნდება.

ყველა სხვა საკრედიტო ბარათისგან განსხვავებით V CARD-ის მფლობელებს შეუძლიათ საკრედიტო ლიმიტის, სამომხარებლო სესხად კონვერტირება.

ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა: ვითიბი ბანკი დღეს მომხარებელს აბსოლუტურად ახალი ტიპის, რევოლუციურ ბარათს სთავაზობს.  V CARD მომხმარებლის გამოკითხვის შედეგად შეიქმნა და მთლიანად ითვალისწინებს  მათ მოთხოვნებს და მოლოდინებს. შედეგად, ბარათის პირობები უკონკურენტოა ბაზარზე და მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული, როგორც ძირითადი პირობების, ისე მოქნილობის თვალსაზრისით.

სექციები

FOLLOW US :
  • Twitter Realtime updates
  • Facebook Like our page
  • YouTube Video collection
  • RSS Feeds
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • საიტის რუკა
  • განაცხადი
Copyright © 2013 All rights reserved. Radio Imedi Ltd