რეგისტრაცია შესვლა
11.07.2019 ბოლო განახლება 17:39

რადიო იმედი

მთავარი გვერდის ჩანაწერები
22.01 3°23.01 5°24.01 6°
  • FM სიხშირეები
  • ჩვენს შესახებ
    • რეკლამის განთავსება
  • დილის არხი
  • დღის არხი
  • საღამოს არხი
  • ქრონიკა FM
  • 17:17
  • გვიყურეთ

ახალი არომატიზირებული წყალი ბაზარზე – „სნო“ კიტრის ნატურალური არომატით

11.07.2019
გაზიარება
Facebook 0 Tweet
უკან
წინ

ბაზარზე „სნოს“ კიდევ ერთი არომატიზირებული წყალი – „სნო“ კიტრის ნატურალური არომატით გამოჩნდა.

კომპანია „აქვა გეო“ მუდმივად ანებივრებს მომხმარებლებს სიახლეებით. მარტში ბაზარზე „სნო“ ლიმონის არომატით გამოჩნდა, რომელმაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში. „აქვა გეო“  წყლის პირველი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც არომატიზირებული წყლის ახალი კატეგორია შექმნა ბაზარზე და პროდუქციას ნატურალური არომატებით, კონსერვანტების, შაქრისა და დამატკბობლების გარეშე აწარმოებს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, „სნო“ ლიმონის არომატის მსგავსად, კიტრის არომატიც სასიამოვნოდ გააოცებს მომხმარებელს.

 „ჩვენთვის – მაღალი ხარისხი სავიზიტო ბარათია.  „სნო“ კიტრის არომატით კეთდება ჩვენი ნატურალური მინერალური წყლით, ნატურალური კიტრის არომატით, კონსერვანტების, შაქრისა და ყოველგვარი დამატკბობლის გარეშე და მსგავსი ანალოგები მსოფლიოშიც კი ძალიან მცირეა. სწორედ წყლის ხარისხი, ნატურალურობა და სიჯანსაღე არის პროდუქტების დამახასიათებელი უპირატესობა“ ,- აღნიშნა „აქვა გეოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან შავლაყაძემ.

„აღსანიშნავია, რომ  დამუშავების პროცესშია დამატებით ნატურალური გემოები, როგორიცაა, „ვაშლი“, „პიტნა“, „საზამთრო“, „მოცვი“ და ა.შ. რომელიც ეტაპობრივად გამოჩნდება დახლებზე.

„სნოს“ საბადო მუხრანის ველზე, 150 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. იგი ოთხი წყალგაუმტარი შრით არის დაცული, რაც მის ბუნებრივ სისუფთავეს განაპირობებს. შესაბამისად იგი რეკომენდებულია ყოველდღიური მოხმარებისთვის, ორსულთათვის და ბავშვთა კვებაში გამოსაყენებლად.

სექციები

FOLLOW US :
  • Twitter Realtime updates
  • Facebook Like our page
  • YouTube Video collection
  • RSS Feeds
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • საიტის რუკა
  • განაცხადი
Copyright © 2013 All rights reserved. Radio Imedi Ltd