ბიზნეს ორგანიზაციებისთვის გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება კიდევ ორი დღე გაგრძელდება

მთავარი გვერდის ჩანაწერები


ინტელექტუალური სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის გამოცხადებული კონკურსი კიდევ რამოდენიმე დღე გაგრძელდება. კონკურსი, პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ GEclose2EU-ს ფარგლებში ტარდება და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.

კონკურსის მიზანია  100 ორგანიზაციის შერჩევა, რომლებიც სპეციალურ ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ. მასში ჩართვა შეუძლიათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც  საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის-არქიტეტურის მიმართულებით მუშაობენ და გარკვეული ტექნიკური დახმარება ესაჭიროებათ. მოგვიანებით პროექტში ჩართვას კიდევ ორი სექტორიც შეძლებს, რომელიც კონკურსის საფუძველზე გამოვლინდება.

კონკურსში განაცხადების მიღება 1 მაისს დაიწყო და 1 ივნისს დასრულდება. შედეგები ერთი თვის ვადაში გახდება ცნობილი და შერჩეული კომპანიები, რომლებიც სპეციალურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ  სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებენ. ასევე  ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასებსა და სასწავლო ტურებში. სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს  საშუალება მიეცემათ  სასწავლო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრნონ.

ინფორმაციის მიღება კონკურსის შესახებ შესაძლებელია ვებ გვერდზე: www.geclose2eu.info

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *