„რადიო თვისტომი“ მილიონზე მეტი ემიგრანტის რადიო ამერიკასა და ევროპაში

მთავარი გვერდის ჩანაწერები

პროექტის მიზანია დააკავშიროს და გააერთიანოს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გაფანტულები არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
მოიზიდოს მეტი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში სწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. შევთავაზოთ ემიგრანტებს მიზნობრივი და ტემატური ინფორმაცია საქართველოში ინვესტირების შესახებ.
ნიუ იორკის ოფისი უზრუნველყოფს გაავრცელოს საქართვლოში მოღვაწე ამა თუ იმ კომპანიებისა და სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია – რადიო თვისტომის , ფოსტის, გზავნილების, ღონისძიებების , გამოფენების, იქ არსებული წარმატებული ქართველი მეწარმეების ივენთებისა და ღონისძიებების საშუალებით. ასევე მოახდენს ქართველების თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის სარეკლამო კომუნიკაციას. ფორმატი იმოქმედებს სხვადასხვა შტატებსა და სხვადასხვა ქვეყნებში, ემიგრანტების სოციალურ დახურულ ჯგუფებისა და მათი დასაქმების სააგენტოებში.
https://www.facebook.com/pg/Tvistomimedia/posts/

ასოციაცია „თვისტომს“ ნიუ იორკში ზუსტად 14 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. ქართველების ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით, ასოციაცია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ის ემიგრანტებს საკანონმდებლო და სამედიცინო სფეროში კონსულტაციებს სთავაზობს. „თვისტომის“ თაოსნობით, ნიუ იორკელი და მეგაპოლისის ახლოს მცხოვრები ქართველები, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სახის პოლიტიკურ აქციებში, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. ეწყობა შეხვედრები ქართველ პოლიტიკოსებთან, სადაც ისინი ამომრჩეველთა კითხვებს პასუხობენ. ასოციაცია ორგანიზებას უწევს ქართველთა წარმომადგენლობით მონაწილეობას დღესასწაულებში, ფესტივალებში, მსვლელობებში, გამოფენებში და სხვ. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას ნიუ იორკში გამართული ეროვნებათა აღლუმი იქცევს. მხოლოდ ნიუ იორკისთვის დამახასიათებელი უნიკალური მრავალფეროვნებით გამორჩეული, სხვადასხვა ეროვნებათა მასობრივი მსვლელობა მეგაპოლისში ყოველწლიურად ეწყობა და როგორც წესი, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევა.
ასოციაცია კოორდინირებას უწევს ემიგრანტთა ჰუმანიტარულ საქმიანობასაც. პროგრამა „პატარა ანგელოზების“ წყალობით, მსურველები უკვე რამდენიმე წელია ყოველთვიურ დახმარებას უწევენ საქართველოში მცხოვრებ ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს. ქალებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია „თვისტომის“ უფასო მამოგრაფიის პროგრამა.

აუდიტორია:

  1. რადიოს წუთობრივი მსმენელი : წუთში 10 000 ადამინი. (ამერიკა და სხვა ქვეყნები)
  2. თვისტომის ოფისის ვიზიტორები თვეში – 30 000 ადამინი (ნიუ იორკი)
  3. ბრუკლინის ტერიტორიაზე ინფორმაციის გავრცელება თვეში 80 000 ადამიანი (ნიუ იორკი)
  4. სხვადასხვა შტატების მოცვა – 350 000 ადამინი. (ნიუ იორკი)
  5. კომპანია „გზავნილის“ მომხმარებელი და სარეკლამო კომუნიკაცია: თვეში 30 000 ადამინიი. (ნიუ იორკი)
                                                                          

“რადიო თვისტომის” მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი
რუსუდან ხაჩიძე. ტელ: 577 45 88 35

საქართველო – ამერიკის შეერთებული შტატების ოფისის მედია-წარმომადგენელი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *