მერკელი – ჩემი ვიზიტის დროს ჯამში 200 მილიონის საინვესტიციო ხელშეკრულებები გაფორმდება

მთავარი გვერდის ჩანაწერები

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი ბრიფინგის დროს ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

მერკელის თქმით, გერმანიას შეუძლია საქართველოში ბევრი ინვესტიციის განხორციელება. ამის დასტურია ისიც, რომ მისი ვიზიტის დროს ხელი მოეწერება ორ საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც ჯამში 200 მილიონ ევრომდე ღირებულების თანხას შეადგენს. ეს ფული, კანცლერის თქმით, გამოიყოფა გაზის საცავისა და წყლის სისტემებისთვის.

„მე მინდა ვთქვა, რომ გვაქვს კარგი თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. მიგვაჩნია, რომ თანამშრომლობა შეგვიძლია სხვა სფეროებშიც. მაგალითად, მნიშვნელოვანია, რომ უფრო ხშირად შეხვდნენ ერთმანეთს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის მინისტრები და ინტენსიური გახდეს ჩვენ შორის ეკონომიკური ურთიერთოებები“, – განაცხადა მერკელმა.

კანცლერის თქმით, მოხარულია, რომ იმყოფება ქვეყანაში, რომელიც ეკონომიკურად სწორ გზას ადგას და იმედოვნებს, რომ ორი ქვეყნის ბიზნესოპერატორები ერთმანეთთან უფრო დაახლოვდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *