ანგელა მერკელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ეს უსამართლობა სამუდამოდ უნდა დასრულდეს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

ანგელა მერკელის განცხადებით, ის მხარს უჭერს საქართველოს ოკუპაციასთან ბრძოლაში. მისი თქმით, ის ხვალ ჩავა და მოინახულებს საოკუპაციო ხაზს, სადაც მოქმედებს ევროკავშირის მისია. გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით მისი პოზიცია იცის, თუმცა ამ პრობლემაზე საუბარი საჭიროა ყოველდღიურად.

„რუსეთის პრეზიდენტმა იცის ჩემი პოზიცია. მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით, ეს კონფლიქტები ერთ კონტექსტს ატარებს. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ცოტა კეთდება, რომ სამუდამოდ დასრულდეს ეს უსამართლობა. არ უნდა მოხდეს ასეთ სიტუაციასთან შეგუება და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვისაუბროთ ამ პრობლემაზე“, – განაცხადა მერკელმა მამუკა ბახტაძესთან ერთობლივი ბრიფინგის დროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *