LADY KOBULETI-სომეხმა მუსიკოსებმა ქართულ კურორტს კლიპი მიუძღვნეს

მთავარი გვერდის ჩანაწერები
Ando, Rafo and Spitakci Hayko – სამმა სომეხმა მუსიკოსმა სიმღერა “ლედი ქობულეთი” იმღერეს, რითაც “იუთუბზე” დიდი მოწონება და მილიონობით ნახვა დაიმსახურეს. კლიპი მოგვითხრობს ქალთევზაზე, რომელსაც ჯერ ხორცეულის რეალიზაციის მანქანით წვეულებაზე მიიყვანენ, გაართობენ, უამრავ ენაზე სიყვარულს აუხსნიან და შემდეგ ზღვაში დააბრუნებენ, სადაც ზღვის ზღაპრულ ჰიბრიდს არც თუ ისე ბედნიერი “საჩუქარი” ელოდება.
სიმღერამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ინფოსიმღერის ქართული თარგმანი:

მეფე ტიგრან „დიდს ზღვიდან ზღვამდე“, რომ გაეგო
სომხები ფულს სხვას ზღვაზე წასვლისთვის უხდიდნენ, გაუკვირდებოდა.
ქობულეთში სომხები სიხარულით და “დუხიანად“ მივდივართ,
სხვა სომხებს მწვადის სუნზე ვცნობთ.
კვიპროსი და დუბაი Goodbye,
არის აჭარა სადაც ზაფხულში ბევრი სომეხია.
კაცები დაზაგრული და “ბანჯღვლიანი” მკერდით,
ქალები მორცხვ საბანაო კოსტიუმებში, ხმაურიანი ბავშვები.
ბიჭები პლაჟზე ლუდს სვავენ და სიტუაციას ცვლიან.
შავი ზღვის ნაპირზე შეგხვდი შენ, მაკიაჟის გარეშე,
რეჰანისფერი თმით  და რიჰანას ტანით,
ელტონ ჯონიც კი ვერ შეიკავებდა თავს.

ჰეი ლედი, ლედი ქობულეთი,
მე შემიყვარდი ლედი ქობულეთი.
ჰეი ლედი ქობულეთი,
ჩვენი გული მოიტაცე და ყველა გადარიე,
ყველას შეგვიყვარდი ანდოს, რაფის და სპიტაკცის.

როგორ მოგიახლოვდე და რა გითხრა,
Gamarjoba თუ Barev dzes
ან იქნებ здраствуй ან Hello,
я тебя люблю, baby I love you,
te amo te amo, ya tebe kokhaiu,.
qayl ara dukhov, тебя обожаю,
მალე გავიცნოთ ერთმანეთი ყავა დავლიოთ და მალე დავქორწინდეთ.
მოდი გამიღიმე, ნუ მაიგნორებ,
მომეცი საშუალება შენს დამწვარ ზურგზე მაწონი წაგისვა.

არ ვიცი სომეხი ხარ, რუსი თუ ყაბარდოელი,
ნარდის თამაშსაც მივატოვებ თუ ჩემთან ერთად გაისეირნებ.
შენ ხარ ჩემი ლედი ქობულეთი, მე კი შენი საყვარელი მარადმწვანე ფოლარი.
შეგჭამ როგორც tskheli simindi

ეი ლედი, ლედი ქობულეთი,
მე შემიყვარდი ლედი ქობულეთი.
ჰეი ლედი ქობულეთი,
ჩვენი გული მოიტაცე და ყველა გადარიე,
ყველას შეგვიყვარდი ანდოს, რაფის და სპიტაკცის.

მიუხედავად იმისა, რომ მეზობლებს აქვთ მარილიანი ზღვა,
ჩვენც არ დავივიწყოთ „ტკბილი“ და „ძვირფასი“ სევანი.
ნუ არ გვაქვს ზღვა, არ გვყავს ქალთევზები, მაგრამ არაუშავს, “რასტამოჟკა” უკვე გაიაფდა.
მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს,
მხოლოდ ლედი ქობულეთი ჩემს გულს აღელვებს.
ვუყურებ შენი ტანის რელიეფს და მედუზასავით ვდნები ნაპირზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *