გერმანიაში, ლტოლვილთა თავშესაფარში ჩხუბის შედეგად საქართველოს 4 მოქალაქე დაშავდა

მთავარი გვერდის ჩანაწერები
გერმანიაში, ლტოლვილთა თავშესაფარში ჩხუბის შედეგად საქართველოს 4 მოქალაქე დაშავდა გერმანიის ქალაქ აიზენჰიუტენშტადტში საქართველოს და სუდანის მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად საქართველოს 4 მოქალაქე დაშავდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ლევან დიასამიძემ განაცხადა, წერს ,,ინტერპრესნიუსი”.

მისივე ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი ქართველი გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.

“რიგი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბერლინის ერთ-ერთ თავშესაფარში მოხდა ინციდენტი, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ. მართლაც მოხდა ინციდენტი, ოღონდ არა ბერლინში, არამედ ბრანდერბურგის ფედერალურ მიწაზე მდებარე თავშესაფრის გამანაწილებელ პუნქტში. მოხდა ინციდენტი, რომლის შედეგადაც დაშავდა საქართველოს 4 მოქალაქე. ინციდენტი დაიწყო საქართველოს 29 წლის მოქალაქესა და სუდანის 18 წლის მოქალაქეს შორის, რომელიც მასობრივ არეულობასა და მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად დაკავებულია აფრიკული წარმოშობის 8 მოქალაქე. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, 4 დაშავებული საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, მათგან სამი უკვე გამოწერეს, ხოლო ერთი რჩება საავდმყოფოში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არანაირი გარდაცვალება არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ლევან დიასამიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *