სროლა ფოთში – პოლიციელის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

სროლა და ერთი გარდაცვლილი ფოთში – არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, სამართალდამცველმა ესროლა.

წინასწარი ინფორმაციით, ქურდობის ფაქტს სამართალდამცველი შეესწრო. დაკავებისას პოლიციის თანამშრომელს დამნაშავემ, რომელიც ჩაქუჩით იყო შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

​თავის არეში დაჭრილის მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის კლინიკაში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

სამართალდამცველის მხრიდან სროლის ფაქტზე კი გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *