სოფლიოს წამყვანი სარეიტინგო კომპანია სვის კაპიტალზე საუბრობს

მთავარი გვერდის ჩანაწერები
მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო კომპანიამ, „FITCH RATINGS“ – მა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია – „სვის კაპიტალი“ დადებითად შეაფასა და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური კომპანიის (OUTLOOK STABLE) სტატუსი მიანიჭა. „სვის კაპიტალის“ შესახებ წარდგენილი ანგარიში ეყრდნობა კომპანიის ბოლო წლების საქმიანობის შედეგების ანალიზს და „FITCH“-ის სტანდარტებს. სარეიტინგო კომპანიის მხრიდან, ასეთი შეფასება სვის კაპიტალს ადგილობრივ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების გამოშვების საშუალებას მისცემს, რომელიც „IDR“-თან (საერთაშორისო სადეპოზიტო სერთიფიკატი) შესაბამისობაში იქნება.
ანგარიშის თანახმად, „სვის კაპიტალი“, საქართველოს მიკროსაფინანსო სფეროში არსებული რისკების მიუხედავად, მაღალი კონკურენციის პირობებში, ახერხებს ფინანსურ სფეროში წარმატებულ ოპერირებას. „FITCH RATINGS“-მა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წინსვლისთვის აუცილებელი მიმართულებები დაანახა, რომლებზეც კომპანია აქტიურ მუშაობას განაგრძობს. წარმატების განმაპირობებელ ფაქტორად დასახელდა 2014-2017 წლებში გაზრდილი პორტფელი, ზრდის 43%-იანი საშუალო მაჩვენებლით. აგრეთვე, დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ სვის კაპიტალის პორტფელის უდიდესი ნაწილი, კერძოდ 84% უზრუნველყოფილია
. „FITCH-ის მონიჭებულმა რეიტინგმა „სვის კაპიტალს“ გაუხსნა ახალი გზები, ახალი პერსპექტივები ბიზნესისთვის დამატებითი სახსრების მოზიდვის კუთხით. გარდა ამისა, ეს დოკუმენტი წარმოადგენს გარკვეულ სურათს, თუ სად ვდგავართ და გვაძლევს ორიენტირს, თუ რა მიმართულებებზე უნდა ვიმუშაოთ მეტი სტაბილურობის მისაღწევად “- ამბობს სვის კაპიტალის ფინანსური დირექტორი – ლევან ფანჩულიძე. „FITCH RATINGS“ 104 წლიანი ისტორიის მქონე, საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც საკუთარი სეგმენტის საუკეთესო სამეულში შედის. მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მაღალი დონის გამო, მის შეფასებებს ფინანსურ სფეროში უდიდესი გავლენა აქვს. საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარზე „FITCH“-ის რეიტინგის მოპოვება „სვის კაპიტალის“ გარდა, მხოლოდ ერთმა კომპანიამ შეძლო. რაც შეეხება სვის კაპიტალს, ის საქართველოში 2010 წლიდან ოპერირებს და დღევანდელი მდგომარეობით, წარმოდგენილია 17 მომსახურების ცენტრითა და 300-მდე თანამშრომლით, საქართველოს 8 დიდ ქალაქში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *