მამუკა ბახტაძე დღეს ბრიუსელში დონალდ ტუსკს შეხვდება

მთავარი გვერდის ჩანაწერები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. ბახტაძე დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება.

შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მამუკა ბახტაძისა და დონალდ ტუსკის პრესისადმი ერთობლივი მიმართვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუშინ ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები.

შეხვედრისას, მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის სამიტის ფარგლებში გამოკვეთილი თანამშრომლობის ახალი სფეროების შესახებ ი​მსჯელეს. ხაზი გაესვა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი  ღონისძიებათა პაკეტი, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს და მდგრადობას და ასევე, ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანებასთან აახლოებს.

ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სხვა შეხვედრებსაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან დიდიე რეინდერსთანევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთანევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთანევროკომისართან ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში ვალდის დომბროვსკისთან.

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით სწორედ ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტი 20 ივლისამდე გაგრძელდება. პრემიერის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *