მამუკა ბახტაძე დღეს ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდება

მთავარი გვერდის ჩანაწერები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება.

შეხვედრები მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებშია დაგეგმილი, რომელსაც პრემიერი დღეს ეწვევა.

პრემიერის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში დღეს სწორედ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც მედიისთვის ბახტაძე და სტოლტენბერგი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ხვალ კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უმასპინძლებს, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძე და დონალდ ტუსკი მედიას მიმართავენ.

დაგეგმილია მამუკა ბახტაძის და დონალდ ტუსკის პრესისადმი ერთობლივი მიმართვა.ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სხვა შეხვედრებსაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან დიდიე რეინდერსთანევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში ვალდის დომბროვსკისთან.

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით სწორედ ბრიუსელში მიემგზავრება. ვიზიტი 20 ივლისამდე გაგრძელდება. პრემიერის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *