მოზარდების მკვლელობის საქმეზე, საპარლამენტო კომისია ციხეში დღეს მერაბ მორჩაძეს გამოკითხავს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრევბი ციხეში ერთ-ერთ ბრალდებულს, მერაბ მორჩაძეს გამოკითხავენ. მორჩძესთან სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში კომისიის მცირე ჯგუფი შევა.

“დღეს, დროებითი საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფს შეხვედრა ექნება ციხეში ერთ-ერთ ბრალდებულ მერაბ მორჩაძესთან, რომელიც მოწმეზე ზეწოლის გამო არის დაკავებული. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მასთან შეხვედრა ისევე, როგორც სხვა დაკავებულ პირებთან. სხვა დაკავებულ პირებთანაც გვექნება შეხვედრები ამ კვირაში. ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მას გააჩნდეს, ჩვენთვის შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს საბოლოო დასკვნის მიღების პროცესში. ეს ეპიზოდი ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმეზე, მ.კ.-ზე განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლას”, – განაცხადა კომისიის თავმჯოდმარემ სერგი კაპანაძემ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *