პარიზში ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღნიშვნა არეულობებითა და მსხვერპლით დასრულდა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

საფრანგეთის ნაკრების ჩემპიონობის აღნიშვნა პარიზში სერიოზულ არეულობებში გადაიზარდა. ფანებმა ელისეს მინდვრებზე მაღაზიები დაარბიეს. მათ სუპერმარკეტებში შეღწევა და ალკოჰოლური სასმელის აღება სურდათ.
წესრიგის დამრღვევთა დასაწყნარებლად პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. მსგავსი ინციდენტები მთელი ღამის განმავლობაში მრავლად იყო. ამის შესახებ ფრანგული პრესა წერს.

ქალაქ ანსიში 50 წლის კაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება, არხში გადახდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. კიდევ 1 კაცი სენ-ფელის კომუნაში მას შემდეგ დაიღუპა, რაც გამარჯვების აღნიშვნისას ავტომობილით ხეს დაეჯახა.

კვირას, საფრანგეთმა ხორვატიას მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 4:2 მოუგო და მეორედ გახდა ჩემპიონი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *