რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებს სიტყვით ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მიმართავს და ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. აქციაზე იმყოფებიან თემირლან მაჩალიკაშვილის მამა და ბარბარე რაფალიანცის დედაც.

მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. სტუდენტები ლოზუნგით – „სისტემა ისევ კლავს“, სოლიდარობას გამოხატავენ ზაზა სარალიძის ოჯახის მიმართ და აღნიშნავენ, რომ უნდა მოხდეს ძირეული სისტემური ცვლილებები, რათა სამომავლოდ სხვა ახალგაზრდები არ შეეწირონ უსამართლობას.

აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, საღამოს საათებში პარლამენტთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *