პარლამენტმა ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტი, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ წარადგინა, 84-ხმით, ერთხმად მიიღეს.

დროებით საგამოძიებო კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განსაზღვრავს, მას ბიურო დაამტკიცებს, მოხდება კომისიის წევრთა კანდიდატურების წარდგენა, რის შემდეგაც პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას უყრის კენჭს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს. პარლამენტის რეგლამენტის ეს ნორმა ნიშნავს იმას, რომ საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წევრები უმრავლესობით არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი.

დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან, გამოცხადდნენ კომისიაში, წარადგინონ საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *