საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ხვდება

მთავარი გვერდის ჩანაწერები

კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო. მთავრობის ადმინისტარციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ხვდება.

შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემებია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები.

შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი და მაიკ პომპეო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნიან და მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *