გარდაიცვალა მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე

მთავარი გვერდის ჩანაწერები

a1526195474 მსახიობი და კინორეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ბაადურ წულაძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.

ბაადურ წულაძე ბათუმში 1935 წლის 5 მარტს დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

გადაღებული იყო  50-მდე ფილმში. მისი დებიუტი კინოში მიხეილ კობახიძის ფილმში „ქორწილი“ შედგა, რასაც მოჰყვა ფილმები „გიორგობისთვე“, „ცისკრის ზარები“, „არ დაიდარდო!“, „ფერისცვალება“, „ვერის უბნის მელოდიები“, „პეპელა“, „პირველი მერცხალი“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „ფესვები“ და ა.შ.

original 1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. ბაადურ წულაძეს მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე; დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალზე „კინოშოკი“ – ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „თბილისი-თბილისი“. ერთ-ერთი ბოლო ფილმი, რომელშიც მან ითამაშა, 2005 წელს გადაღებული „მიდიოდა მატარებელი“იყო.

1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

ინფორმაცია ბაადურ წულაძის გარდაცვალების შესახებ კინოდოკუმენტალისტმა ოლგა ჟღენტმა გაავრცელა: ,,ამ დილას შეგვატყობინეს, ბაადურ წულაძე გარდაიცვალა…
ბოლოს რომ ვნახე, მძიმე სენისგან დასუსტებულმა, კინოზე დაიწყო საუბარი, თავისი საყვარელი ფილმები გაიხსენა – ფელინი, ბილი უაილდერი და ჯარმუში… მოულოდნელად გახალისდა. კინო უყვარდა ყველაზე მეტად და მშობლიური ბათუმი… და რა თქმა უნდა, ლედი – მისი ერთადერთი და… ბოლოს მკითხა: შენი ფილმი ხომ არის ინტერნეტშიო? “ბადურ, ეს ფილმი მთლიანად შენია, შენს გარეშე არაფერი გამოვიდოდა-მეთქი”, ვუთხარი….
ახლა ბათუმში ვარ, წვიმს.. ბათუმი ემშვიდობება ბაადურ წულაძეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *