ირაკლი კობახიძე – ​ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოეს ორ კვირაში უნდა მომზადდეს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

კობახიძე

ჩვენი მიზანია, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დავასრულოთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადაში მომზადდება და რა ვადაში იქნება მიღებული კანონპროექტი, რომელიც უკავშირდება ნარკოპოლიტიკას. ჩვენი მიზანია, სესიის ბოლომდე დავასრულოთ კანონპროექტის მიღება. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოესი ორი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს შესაბამისი კანონპროექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *