კახა კალაძე – დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შევძლებთ საზოგადოების კონსოლიდაციას ახალი იდეების განსახორციელებლად

მთავარი გვერდის ჩანაწერები

კალაძე

დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შევძლებთ საზოგადოების კონსოლიდაციას ახალი ხედვებისა და იდეების განსახორციელებლად. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ცვლილებები იქნება მძლავრი იმპულსი საქართველოში პარტიული და პოლიტიკური ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასაყვანად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთაწმინდაზე, კლუბ “ანდერვილში” პარტია “ქართული ოცნების” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა,  დღეს იმართება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მეხუთე ყრილობა, რომელზეც აირჩევა პარტიის თავმჯდომარე და დამტკიცდება პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობა.

„ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გარდამტეხი ცვლილება შეიტანა  ქვეყნის განვითარებაში. მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, მადლობა საზოგადოებას, რომელიც არ შეეგუა უსამართლო რეჟიმს და ჩვენთან ერთად საერთო ძალისხმევით მოიპოვა ყველაზე ძვირფასი თავისუფლება. ამ სულისკვეთების, ამ შემართებისა და ადამიანური თავგანწირვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ დიდი გამარჯვებების მოპოვება, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ. ჩვენი პარტიის ისტორია ხანმოკლეა, მაგრა, მან უკვე ღირსშესანიშნავი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანების ირგვლივ მოხდა არადემოკრატიულ რეჟიმთან მებრძოლი მოქალაქეების კონსოლიდაცია.

„არჩევნების გზით ჩავანაცვლეთ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული, ადამიანებზე, კანონზე მოძალადე ხელისუფლება, ხელისუფლებით, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანი და სამშობლოს სიყვარულია. ჩვენმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების სამართლის უზენაესობისა და კაცთმოყვარეობის გზაზე. ჩვენ შევძელით პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილის დაძლევა. თუმცა კიდევ ბევრი საკითხის გადაჭრა არის საჭირო, ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობის მისაღწევად”, – აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, პარტიის მეოთხე ყრილობის ჩატარებიდან დღემდე, გასული ორი წლის განმავლობაში, გატარდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები პარტიის გასაძლიერებლად.

„გაძლიერდა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციები, განხორციელებულმა ცვლილებებმა შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი ჩვენს საარჩევნო  წარმატებაში 2016 და 2017 წლებში. თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში, ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობის საფუძველზე, ჩვენი პარტია აგრძელებს ზრუნვას ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებისთვის. ჩვენი პარტია გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შევძლებთ საზოგადოების კონსოლიდაციას ახალი ხედვებისა და იდეების განსახორციელებლად. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ცვლილებები იქნება მძლავრი იმპულსი საქართველოში პარტიული და პოლიტიკური ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასაყვანად”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *