ნარკოტიკის ინტერნეტით რეალიზების საქმე – ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

sasamartlo 4ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებული ნინო გეგელაშვილისთვის და გიორგი გოგებაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 9 მაისს მიმართა. ცნობილია, რომ პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი გოგებაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ხოლო ნინო გეგელაშვილის მიმართ კი გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან ის ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს. კერძოდ, ნინო გეგელაშვილი ფსიქოტროპული საშუალებების გასაღების ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას და ჯგუფურად მოქმედებას კატეგორიუოლად გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *