დავით ბარქაძე – ვისურვებდი, პრეზიდენტს ესაუბრა კრიმინალზე, კორუფციაზე, პოლიტიკურ დევნასა და არაფორმალურ მმართველობაზე

მთავარი გვერდის ჩანაწერები

baqradzeმთლიანად ვეთანხმები პრობლემების იმ ჩამონათვალს, რომელიც იყო პრეზიდენტის მოხსენებაში, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ნაწილი ქვეყანაში არსებული პრობლემების, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს ესაუბრა იმ მდგომარეობაზე, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების მოტაცება და იმ გამოწვევაზე, რაც არის ქართული სახელმწიფოსთვის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა.

„ვისურვებდი, რომ პრეზიდენტს ესაუბრა კრიმინალზე, კორუფციაზე, პოლიტიკურ დევნასა და არაფორმალურ მმართველობაზე. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო გულახდილი არამხოლოდ პრობლემების აღწერაში, არამედ შეფასებაშიც, რამ მიიყვანა ქვეყანა ამ პრობლემებამდე და რა როლი აქვს „ქართულ ოცნებას“ ყველა იმ პრობლემების შექმნაში, რომელიც დღეს პრეზიდენტმა ახსენა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *