თურქეთში გარდაცვლილი ლუხუმ ჯანჯარიას საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მთავარი გვერდის ჩანაწერები

policiaთურქეთში  საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 47 წლის ლუხუმ ჯანჯალიას საქმესთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 7-15 წლამდე გულისხმობს. ასევე დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

თურქეთში გარდაცვლილი ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახი მკვლელობის ვერსიაზე ლაპარაკობს. ლუხუმ ჯანჯალიას დედის, იზო ჯანჯალიას მტკიცებით, მისი შვილი მოკლულია, ხოლო ამ მკვლელოობაში გარეულია დამსაქმებელი. 47 წლის კაცი თურქეთში სამუშაოდ ნაცნობის დახმარებით 13 დღის წინ წავიდა.

ცხედარი რამდენიმე დღის წინ სტამბოლის ერთ-ერთ სკვერში იპოვეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *