დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

მთავარი გვერდის ჩანაწერები

გაზი

გეგმური სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძეზე, ჯიქიას ქუჩა №8 და №8ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ფხაკაძის ქუჩაზე მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 14:00 საათზე და დასრულდება 15:00 საათამდე.

11:30 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩის №24 და №7-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 16:00 საათზე და დასრულდება 17:00 საათამდე.

„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *