შეიარაღებული თავდასხმა თბილისში

მთავარი გვერდის ჩანაწერები

policiaვეძისში, გუშინ 4 ადამიანი დაჭრეს, მათ შორის არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი მორაგბე, ლაშა საჯაია. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხიდან ერთ-ერთის, ფილტვის არეში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ვეძისში მცხოვრებლებმა განაცხადეს, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, გარეთ გამოსულებს კი სავარაუდო დამნაშავე გაქცეული, 4 პირი კი დაჭრილი დახვდათ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილები არიან: 1998 წელს დაბადებული ზ.ღ., 1996 წელს დაბადებული ლ.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული გ.ხ. პოლიციამ ამოიღო, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *