რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძეს მაია ცქიტიშვილი ცვლის

მთავარი გვერდის ჩანაწერები

c3593e4b03c1c308f355468820ab931dსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი ცვლის – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

მაია ცქიტიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე 2012 წლის პირველი ნოემბრიდან მუშაობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *