საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე თანამშრომლებს დაემშვიდობა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

1fddf125a53de56e578146421048a37cსაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე თანამშრომლებს ოფიციალურად დაემშვიდობა. სიტყვით გამოსვლისას უგრეხელიძემ ყურადღება მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ საჯარო მოხელე შეზღუდულია ხმამაღლა საუბარში და რომ ის თავისუფალი უფრო შეძლებს სიმართლის დამტკიცებას.

უგრეხელიძის განცხადებით, მის ირგვლივ ბინძური კამპანიაა აგორებული და არსებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.
„ყველამ კარგად იცით რეალურად რა გაჟღერდა მედიაში და რა მოხდა. ისეთი სახე მიიღო, იმდენად ბინძური და ჭუჭყიანი კამპანიაა. სამწუხაროდ, საჯარო მოხელე შეზღუდულია და მისთვის ყველაფრის თქმა შეუძლებელია. იმისთვის, რომ მე ჩემი სიმართლე დავამტკიცო, მჭირდება ვიყო თავისუფალი. ასევ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გყავთ ოჯახები, განსაკუთრებით ქალბატონებს ეხება ეს და იმ ბინძური კამპანიის ფონზე, მე ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ თუნდაც ერთი კითხვა მაინც დაისვას თქვენს ოჯახში ამ თემასთან დაკავშირებით. ასევე, მე მყავს ოჯახი, 18 წლის შვილი და უნდა გავუფრთხილდე მის ფსიქიკას“, – განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *