სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

100408557_mediaitem100408555-1520999819ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ჰოკინგის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰოკინგი სამყაროს დიდი აფეთქების შედეგად შექმნის შესახებ თეორიის ავტორია. ის ასევე შავი ხვრელების წარმოშობას იკვლევდა.

ჰოკინგი არის არაერთი პრესტიჟული პრემიის მფლობელი. ის გახლდათ ლონდონის სამეფო საზოგადოების ყველაზე ახალგაზრდა წევრი. ასევე იყო აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

სტივენ ჰოუკინგს 1960-იან წლებში ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ის წლების მანძილზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სავარძლით გადაადგილდებოდა.

ბრიტანელი ფიზიკოსი მეცნიერების პოპულარიზაციას ეწეოდა და ისეთი ცნობილი წიგნების ავტორია, როგირიცაა “დროის მოკლე ისტორია” და “ყველაფრის თეორია”

ავადმყოფობის გამო მან დაკარგა საუბრის უნარიც. 1965 წელს ექიმებმა განაცხადეს, რომ ჰოკინგი მხოლოდ ორი წელი იცოცხლებდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *