მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

ჩაბუქი

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს. ჩაბუქი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა მის საცხოვრებელთან დაკავშირებით ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, პროკურატურას 23 თებერვალს მიმართა. ჩაბუქი აცხადებდა, რომ არსებობდა საფრთხე, რაზეც ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ისაუბრებდა, თუმცა საჭიროება იყო, რომ ისიც ჩართულიყო სახელმწიფო დაცვის პროგრამაში, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრები იყვნენ ჩართული.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *