უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა იწყება

მთავარი გვერდის ჩანაწერები
17618876601151703424350773562632n-12018 წლის 26 თებერვალს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საინფორმაციო კამპანიაში ჩართული პირები, ექსპერტები, სასულიერო პირები, კულტურის მოღვაწეები, მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიების სტუმრებს საინფორმაციო კამპანიის ძირითად ასპექტებზე, უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობაზე, ევროკავშირის/შენგენის სივრცეში თავსესაფრის უკანონოდ მაძიებელთა ზრდის ტენდენციის პრევენციისთვის დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებთან სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის პრაქტიკაზე ინფორმაციას მიაწვდიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ეკა მაჭავარიანი. უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღას სტუმრებს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე გააცნობს.

საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს უვიზო მიმოსვლის წესები, მოახდინოს მათი შემდგომი დარღვევისა და ასევე ევროკავშირის/შენგენის სივრცეში თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენცია.

გერმანია სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მატრიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. ამავე პოზიციაზეა საფრანგეთიც.

ასევე ცნობილია, რომ დევნილთა სამინისტრო უცხოეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *