კობახიძე – “მაუწყებლის შესახებ” ვეტო უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად დაიძლევა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

irakli-kobaxiZe-narko-1512995482-1024x682დღეს მმართველის გუნდის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან გამართეს შეხვედრა, სადაც “მაუწყებლეობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა.

“ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ რაიმე საკანონმდებლო ცვლილებით თუ სხვა ფორმით რაიმე შეეხოს უარყოფითი სახით მედიაბაზარს. თითოეული ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, იდგმება ამ სულისკვეთებით. ჩვენი მიზანია გაძლიერდეს მედია ზოგადად, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისე კერძო მაუწყებლები. ვეტო დაიძლევა უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად. თავისუფალ კენჭისყრაზე ეს საკითხი და დადგება, შესაბამისად, უმრავლესობის ყველა წარმომადგენელი ხმას მისცემს ვეტსო დაძლევას”,- განაცხადა კობახიძემ.

22 დეკემბერს პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა.

საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *