დემირელის კოლეჯის პედაგოგების ნაწილმა საქართველო დატოვა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

473a9ead5f1dc5f9f79f3b6ec9ec178cდემირელის კოლეჯის პედაგოგების ნაწილმა საქართველო დატოვა და სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფარი მოითხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

კოლეჯის დირექტორის, საფედ ბაირათ თუთანის განცხადებით, თანამშრომლების ერთი ნაწილი საზღვარგარეთ კოლეჯის დახურვის შემდეგ წავიდა, თუმცა კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებისა და მისი თურქეთში ექსტრადირების მოთხოვნის შემდეგ, უცხო ქვეყნებში კიდევ რამდენიმე პედაგოგი გაემგზავრა და თავშესაფარი მოითხოვა.

დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხატია არდაზიშვილმა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა სამინისტროს უარი ძალაში დატოვა. საქმე სააპელაციოში გასაჩივრდა, რომელმაც ასევე უარი უთხრა ჩაბუქს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

ჩაბუქის ექსტრადიციაზე 6 თებერვალს ჩანიშნული სასამართლო 19 თებერვლამდე გადაიდო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *