თურქეთის სამხედრო ავიაციამ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 11 სამიზნე ობიექტი გაანადგურა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

jpg-1517209998თურქეთის სამხედრო ავიაციამ ჩრდილოთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 11 სამიზნე ობიექტი გაანადგურა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ავიადარტყმების სამიზნე ყანდილისა და ასოსის რაიონებში მდებარე თავშესაფრები და იარაღის საწყობები გახდა.

თურქეთის სამხედრო უწყება ოპერაციის დაწყების ზუსტ დროს არ ასახელებს.

„ქურთისტანის მუშათა პარტია“ თურქეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

ქურთების რადიკალურ ორგანიზაციასა და თურქ სამხედროებს შორის 30-წლიან სამხედრო დაპირისპირებას 40 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *