ფარისებრი ჯირკვლის და ლიმფური კვანძების ამოკვეთის უნილალური ოპერაცია ავერსის კლინიკაში

მთავარი გვერდის ჩანაწერები

unnamed22 იანვარს პირველად საქართველოში და ამიერკავკასიაში ჩატარდა ფარისებრი ჯირკვლის და ლიმფური კვანძების ამოკვეთა მიდგომით პირის ღრუდან.

აღნიშნული ოპერაცია ავერსის კლინიკაში განხორციელდა. დიაგნოზი ფარისებრი ჯირკვლის კიბო. ოპერაცია ჩატარდა უნიკალური ენდოსკოპიური მეთოდით – ტრანსორალურად, მიდგომით პირის ღრუდან. (TOETVA – Transoral endoscopic thyroidectomy – vestibular approach). ონკოლოგიურ პაციენტს თირეოიდექტომიასთან (ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა) ერთად ჩაუტარდა ლიმფური კვანძების ამოკვეთაც – ლიმფოდისექცია. ოპერაციები ერთობლივად ჩაატარეს სეულის ნაციონალური საუნივერსიტეტო კლინიკის (SNUH) პროფესორ ჯინ ვუკ იიჰიმ და ,,ავერსის კლინიკის” ენდოკრინული ქირურგიის სამსახურის უფროსმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ენდოკრინული ქირურგიის დარგის ექსპერტმა – ედიშერ სიხარულიძემ. 26 იანვარს ავერსის კლინიკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოში და ამიერკავკასიაში პირველად ჩატარებული ამ უნიკალური ოპერაციის მიმოხილვა. პრესკონფერენციას დაესწრებიან: ავერსის დამფუძნებელი: პაატა კურტანიძე: ავერსის კლინიკის გენერალური დირექტორი: დიმიტრი ჯორბენაძე: ავერსის კლინიკის კლინიკური დირექტორი: გიორგი გიორგობიანი; სეულის ნაციონალური საუნივერსიტეტო კლინიკის (SNUH) პროფესორი: ჯინ ვუკ იიჰიმ ავერსის კლინიკის ენდოკრინული ქირურგიის სამსახურის უფროსი: ედიშერ სიხარულიძე;

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *