თიანეთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

მეჭიაური

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.

მისი განვცახდებით, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, ფაქტობრივად, ერთხმად მოხდა.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა მერიის სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხიც.

როგორც თიანეთის მერმა აღნიშნა, ბიუჯეტის სახსრები სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორისაა, საბავშვო ბაღების როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე კვების კუთხით გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე ტრანსპორტი, გარე განათება, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *