2017 წელს საქართველოს 7,5 მილიონზე მეტი მოგზაური ეწვია

მთავარი გვერდის ჩანაწერები

images2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია – 1,194,433-ით მეტი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ზრდა 18.8 %-ია.

იანვარ-დეკემბერში იმ საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,478,932 შეადგინა – 757,962-ით მეტი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ზრდა 27.9 %-ია.

ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან 1,718,016 (+14.8 %), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2 %), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1 %), თურქეთიდან 1,246,745 (-0.8 %) ირანიდან 322,938 (+118.3 %) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. იანვარ-დეკემბერში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო +39.9 %, ნიდერლანდები +31.1 %, ესპანეთი +29.9 %, საფრანგეთი +29.6 % და გერმანია +25.7 %. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +316.1 %, საუდის არაბეთი +164.6 %, ქუვეითი +154.3 %, ირანი +118.3 %, ინდოეთი +64.1 %, ჩინეთი +54 % და სხვ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის დეკემბერში საქართველოს 600,004 საერთაშორისო მოგზაური ეწვია – 113,402-ით მეტი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ზრდა 23.3 %-ია.

დეკემბერში იმ საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 234,969 შეადგინა – 56,591-ით მეტი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ზრდა 31.7 %-ია.

2017 წლის I-III კვარტალის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი ტურიზმიდან შეადგენს 2.2 მილიარდ (2,174,481,448) დოლარს – 489 მილიონი დოლარით მეტი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ზრდა 29 %-ია.

2017 წლის I-III კვარტალის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7 % შეადგინა. ზრდა 11.5 %-ია.

2017 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,927,566 ათასი ლარი შეადგინა. ზრდა 30.3 %-ია.

2017 წელს საქართველოს ცნობადობის ამაღლების და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

მონაწილეობა 21 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში
ონლაინ მარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში
სარეკლამო კამპანიები : BBC, Euronews, Discovery , Tripadvisor, Expedia
99 საერთაშორისო პრესტური, საქართველოს ესტუმრა 683 უცხოური მედიის წარმომადგენელი
14 ინფორმაციული ტურიმ, საქართველოს ეწვია 239 ტუროპერატორი
საქართველოს შესახებ სტატიები მოამზადეს მედიასაშუალებებმა:
BBC, National Geographic, National Geographic Traveller India, Forbes, Le Monde, The Independent, The Guardian, Elle, Observer, Birdwatching Magazine UK; Thrilist, Conde Nast; Daily Mail, Vogue; Huffington Post და ა.შ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *