მიხეილ სააკაშვილი უკვე კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოშია

მთავარი გვერდის ჩანაწერები

8b758fc0f1bb33ffdc6bf52f5dacd8ccსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში იმყოფება. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ მისმა პრესმდივანმა განუცხადა.

ეს ინფორმაცია სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმაც დაადასტურა.

„დიახ, მიხეილი უკვე პეჩერსკის სასამართლოშია. მე დოკუმენტებზე ვმუშაობ“, – განაცხადა ბოგომაზოვმა.

უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ დღეს უნდა იმსჯელოს. პროცესი სავარაუდოდ, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

სასამართლოში იმყოფება სააკაშვილის მეუღლე, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.

მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *