აფეთქება ქაბულის ცენტრში

მთავარი გვერდის ჩანაწერები

ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის ცენტრში, ვაზირ აკბარ ხანის უბანში, სადაც საელჩოები და სამთავრობო შენობები მდებარეობს, რამდენიმე წუთის წინ, აფეთქება მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. BBC წერს, რომ ბოლო პერიოდში ქაბული თალიბანის სამიზნეა და არაერთი ტერაქტი განხორციელდა.

20 და 21 ოქტომბერს ქაბულში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის გამოც არანაკლებ 35 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით კი დაშავდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *