მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

saakashvili 6საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

„ჩვენ ახლა ამ საბუთებს გავასაჩივრებთ. რას გვეტყვიან, უცნობია, რადგან ისინი არც ერთ ნორმას არ იცავენ. მაგრამ ჩვენ შეგვაქვს სარჩელი მათი ქმედებების წინააღმდეგ, რათა შემდეგში მათ არ თქვან, რომ ჩვენი ვადა ამოიწურა. ჩვენ საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი შეგვაქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში.

გუშინ უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან მისი გაძევებისთვის საკმარისი საფუძველი აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *