ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ფოტოხელოვანი – ივა ჯანეზაშვილი/“დილის სამინისტრო“

მთავარი გვერდის ჩანაწერები

თემა: 28 წლის, ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ფოტოხელოვანი, არაერთ საერთაშორისო აღიარებასა და დამსახურებას ფლობს. ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაციის მიერ აღიარებულია პროფესიონალ ფოტოგრაფად. არის მსოფლიოს მხატვრული ფოტოხელოვნების ფედერაციის წევრი. აქვს არაერთი გამარჯვება საერთაშორისო ფოტოპროექტებსა და კონკურსებში. საქართველოს ფოტოგრაფიის ისტორიის მანძილზე არის პირველი ქართველი ფოტოხელოვანი, რომელიც მიწვეული იყო საერთაშორისო ფოტო ფესტივალზე საპატიო ჟიურის წევრად. წლების განმავლობაში არის არაერთი მსოფლიოს მაშტაბის ორგანიზაციის ოფიციალური ფოტოგრაფი, მათ შორის მსოფლიოს სხეულის მოხატვის ფესტივალისა და სპორტული ჩემპიონატის ორგანიზატორი კომპანიის ოფიციალური ფოტოგრაფი. წელს კი, ავსტრიაში დაარსა საკუთარი კომპანია.
სტუმარი: ივა ჯანეზაშვილი.
წამყვანი და პროდიუსერი: დავით მაღლაფერიძე.
რადიო იმედი, გადაცემა “დილის სამინისტრო”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *