ლეგენდარული ფრანგი კინომსახიობი ჟან როშფორი პარიზში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

2934ფრანგი კინომსახიობი ჟან როშფორი პარიზში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როშფორმა კარიერა 1950 -იან წლებში დაიწყო. ყველაზე დიდი პოპულარობა მას ისეთ ფილმებში შესრულებულმა როლებმა მოუტანა, როგორიცაა “შესანიშნავი ანჟელიკა”, “შავფეხსაცმლიანი მაღალი ქერათმიანი მამაკაცი”, “ანჟელიკა ანგელოზების მარკიზა”, “მემკვიდრე”, და “ფანფან-ტიტა”. როშფორმა კინოსა და თეატრში 150-ზე მეტი როლი ითამაშა, მას სამჯერ ჰქონდა მინიჭებული ფრანგული კინოპრემია “სეზარი”. პარიზის მერმა ან იდალგომ მსახიობის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მას ფრანგული კინომატოგრაფის “ნამდვილი ლეგენდა” უწოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *