სააკაშვილის ძმის გაძევების საკითხი შეჩერდა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

12155saaakakkkkkaaaa.pngკიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის გაძევების საკითხი შეაჩერა. ინფორმაციას პარტია „ახალი ძალების“ პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ დავით სააკაშვილის სარჩელზე საქმის წარმოება დაიწყო. საქმის განხილვა 19 სექტემბერს გაიმართება.

„მოვითხოვთ, სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მთავარი სამმართველოს პეჩერსკის რაიონულმა განყოფილებამ წარმოადგინოს მასალები, რომელთა საფუძველზეც მათ 1973 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქის დავით სააკაშვილის სამშობლოში ან მესამე ქვეყანაში იძულებითი დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს“, – ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *