პუტინი: ტრამპი ჩემი პატარძალი არაა იმედი რომ გამიცრუვდეს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

476e50757ec3a6bc85d897fb27854428ტრამპით იმედგაცრუებული ვერ ვიქნები, ის ჩემი პატარძალი არ არის და არც მე ვარ მისი სასიძო“, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენეტმა ჟურნალისტს, რომელმაც ვლადიმირ პუტინს ჰკითხა, რამდენად კმაყოფილია ის დონალდ ტრამპთან ურთიერობებით .

„თქვენი კითხვა მიამიტურად ჟღერს, რადგან ჩვენ, მეც და ტრამპიც სახელმწიფოებრივი საქმეებით ვართ დაკავებულები. ორივე ვმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა პრესკონფერენცია პეკინში გამართა, სადაც ის “ბრიქსის” წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტში მონაწილობდა. ჟურნალისტებთან საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას, რუსეთში მომუშავე აშშ-ის დიპლომატების რიცხვი კიდევ შეამციროს.

მანამდე პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთში მდებარე აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა როდენობა 455-მდე შემცირდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი აუცილებლად მიმართავს ამერიკულ სასამართლოს და რუსეთის დიპლომატიური ობიეტქების ჩამორთმევას გაასაჩივრებს.

1 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო. 31 აგვისტოს აშშ-მ რუსეთს სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე საკონსულო ობიექტების დახურვა მოსთხოვა, რაც კრემლის გადაწყვეტილების საპასუხო ქმედება იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *