მაგნუმის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით „რუსული დღიურის” თანამედროვე ვერსია ხორცილდება

მთავარი გვერდის ჩანაწერები

e0daefcc380c0a187d4a467da7f2df32ფოტოგრაფების პირველი მსოფლიო გაერთიანება Magnum Photos 70 წლისაა. 70 წელი შესრულდა Magnum Photos დამაარსებლის, ცნობილი ომის ფოტოგრაფის, რობერტ კაპასა და ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯონ სტეინბეკის მოგზაურობიდან საბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში – რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში.

მოგზაურობის შედეგად, კაპამ და სტეინბეკმა ფასდაუდებელი და უჩვეულო მასალა შექმნეს მსოფლიოსთვის უცნობი „საბჭოთა ადამიანის” ცხოვრების შესახებ, რასაც მოჰყვა მოგზაურობის ამსახველი პუბლიკაციები “ნიუ იორკ ჰერალდ ტრიბუნში” და “ლედის ჰომ ჯურნალში”. გამოიცა სტეინბეკის  წიგნი „რუსული დღიური”, რომელსაც თან ახლდა რიბერტ კაპას მიერ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები.

წლევანდელი იუბილის ფარგლებში სააგენტომ  Magnum Photos  გადაწყვიტა ამ პროექტის თანამედროვე ვერსიის შექმნა თანამედროვე ფოტოგრაფისა და მწერლის მონაწილეობით, რომლებიც 70 წლის შემდეგ გაივლიან კაპასა და სტეინბეკის მარშრუტს და აღწერენ ადამიანების დღევანელ ყოფას იმავე სივრცეში.

კაპას როლს შეასრულებს Magnum Photos დღევანდელი პრეზიდენტი, რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო მცოდნე, თომას დვორჟაკი, რომელიც გადაიღებს ფოტოებს, ხოლო სტეინბეკის როლს –  ცნობილი  ბრიტანელი ჟურნალისტი, „დეილი ტელეგრაფის” მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, კოსოვოს, ერაყის და ბალკანეთის კონფლიქტების საერთაშორისო მიმომხილველი, ჯულიუს შტრაუსი, რომელიც გააკეთებს ჩანაწერებს საქართველოს შესახებ.

პროექტის  “რუსული დღიურის კვალდაკვალ”  ფარგლებში გადაღებული ფოტოების პირველ გამოფენას უმასპინძლებს თიბისი ბანკი 18 სექტემბერს, 19:00 საათზე. გამოფენა შედგება  Tbilisi Photo Festival 2017-ის ფარგლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *